კახა კალაძე: პრეზიდენტის გადაწყვეტილება ჩემთვის ნორმალური და დადებითია

ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების ცერემონიაზე გიორგი მარგველაშვილის სტრასბურგში გამგზავრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა.
კალაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დადებით ნაბიჯს უწოდებს. „მე არაერთხელ განმიცხადებია იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შევძლოთ და გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროპა ჰქვია. თუ პრეზიდენტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, რომ გაემგზავროს, ეს ჩემთვის ნორმალური და დადებითია“, – აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების ცერემონიალი ხვალ სტრასბურგში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები