ტყიბულში ავტომანქანის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ტყიბულის რაიონის სოფელ მანჭიორთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა. აღნიშნულის შედეგად 75 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე 5 ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები