პრაღის ინტერპოლის ბიუროს წარმომადგენლებმა შსს-ში შეხვედრა გამართეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ცენტრალური ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი და წარმომადგენელი ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის უფროს კომისარს, პრაღის ინტერპოლის ევროპის ქვეყნების მეკავშირე ოფიცერს, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ ჯან დრაპალს და ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის უფროს კომისარს, პრაღის ინტერპოლის ევროპის ქვეყნების მეკავშირე ოფიცერს, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ ლუკას კეპიჩს შეხვდნენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა მხარემ სტუმრებს ბიუროში განხორციელებული რეფორმები და სიახლეები გააცნო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში – „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ შესახებ, 2014 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, შსს-ს უფლებამოსილ თანამშრომელს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მოპარული და დაკარგული დოკუმენტების მონაცემთა ბაზაზე მიენიჭა წვდომა.
უწყების ცნობით, საქართველოს ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ განახორციელა ინტერპოლის მონაცემთა ბაზის ინტეგრაცია ეროვნულ ბაზასთან. ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს გააჩნია მოპარული და დაკარგული დოკუმენტების მონაცემთა ბაზა (SLTD), რომელიც 45 მილიონზე მეტ ჩანაწერს შეიცავს.
აღნიშნული ბაზა ინტერპოლის წევრი ქვეყნების მიერ მუდმივად ახლდება. ქართველი სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ ბაზასთან წვდომა ეფექტურს ხდის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, რადგან მოპარული ან დაკარგული დოკუმენტები ხშირად გამოიყენება ორგანიზებულ-დანაშაულებრივი და ტერორისტული ჯგუფების მიერ.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები