თინა ხიდაშელი: ასი ათასი კითხვა ჩნდება

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თინა ხიდაშელი კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც საზოგადოების ნაწილისთვის, მათ შორის, საპატრიარქოსთვის, საყდრისის თაობაზე ინფორმაცია ცალმხრივად იყო მიწოდებული.
როგორც ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, გადაწყვეტილების მიღებისას, რომ აეხსნათ საკუთარი სიმართლე და ცალმხრივობა დაემარცხებინათ ურიგო იქნებოდა.
„და მეორე მხრივ რომ წარედგინათ ამას ვინ უშლიდა ხელს? და პრობლემა ამით შემოიფარგლება, მით უფრო, რომ დღესვე გავრცელდა ეროვნული მუზეუმის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება და ისინიც, თუ ცალმხრივი ინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებული, იქნებ ისიც გვითხრას მინისტრმა რას აპირებს მუზეუმის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით? და კიდევ ასი ათასი კითხვა ჩნდება. თუნდაც ამ ერთ პწკარიანი ინფორმაციიდან – თუ საიდუმლო, მოსასწრები და პრობლემური არაფერი იყო, ამხელა ვაი უშველებელი, რომ იყო ატეხილი და იმ ფონზე მაინც გადაწყვტილების მიღებისას, რომ აეხსნათ საკუთარი სიმართლე და “ცალმხრივობა” დაემარცხებინათ ურიგო იქნებოდა? და რატომ არის გასაკვირი დღეს თუ ამბობენ ჩუმად და საიდუმლოდ გამოიცა აქტიც და განხორციელდა ქმედებაცო. არ იყო ეს ის თემა, სადაც მოლოდინი არ უნდა ყოფილიყო საზოგადოების აქტიურობის. აზრი იმისგან ვინც ორი ხელით მიესალმა მიშა გიორგაძის მინისტრად დანიშვნას“, – წერს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები