ლევან მამალაძე სააკაშვილ-ალასანიას კონკრეტულ ქმედებებს ასაჯაროვებს

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი, ლევან მამალაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საყდრისთან დაკავშირებით გაკეთებულ იმ განცხადებას პასუხობს, სადაც ექსპრეზიდენტმა მამალაძეზე ისაუბრა.
ლევან მამალაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სააკაშვილის საპასუხოდ წერს, რომ სადაც ეტყვის, იქ მივა და „ტაკიმასხარაობას და ქართველი ხალხის მოტყუებას დაამთავრებინებს“.
მამალაძის თქმით, რაც ექსპრეზიდენტმა აკეთა, მურვან ყრუს და შაჰ -აბასს არ გაკეთებია.
“მიშა! უნდა დაგამთავრებინო ტაკიმასხარაობა და ქართველი ხალხის მოტყუება! სად ხარ, მითხარი, კიევში თუ მოსკოვში, მანდ გნახავ. არ დამემალო, იცოდე, ნუ შეშინდები, მოიყვანე ჟურნალისტები და გამისწორე თვალი. ყველას გაეცი პასუხი, როგორ წაგლიჯეთ სახელმწიფოს და მიისაკუთრეთ მადნეული კვარციტი, როგორ მიეცით კაპიკებში რუსულ კომპანიას და ჩაუჯექით წილებში შენ და ბიძაშენი თ.ალასანია. რუსებს და ნაყოფიას შენივე ბრძანებით უფეშქაშე საყდრისი გასანადგურებლად. რაც შენ აკეთე, მურვან ყრუს და შაჰ – აბასს არ უქნიათ. ქართული საზოგადოების გარყვნაზე, ტერიტორიების გაჩუქებაზე, საქართველოს უცხოთა კოლონიად ქცევაზე ცალკე მოგთხოვ პასუხს. აბა, ახლა არ გამექცე, როგორც 2003 წელს გამექეცი პირდაპირი ეთერიდან სამჯერ. გელოდები, მითხარი, სად მოგაკითხო!!!”, – წერს მამალაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები