თბილისში წიწვოვან ხეებს ცეცხლი გაუჩნდა – დაშავებულია ორი ადამიანი
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურთან, წიწვოვან ხეებს ცეცხლი გაუჩნდა, – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს.
მათივე თქმით, აღნიშნულის შედეგად „ვისოლის“ ორმა თანამშრომელმა სახის არეში მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აღნიშნულ ადგილას ექვსი სახანძრო და სამაშველო ბრიგადა გავიდა. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.
თუ რამ გამოიწვია ხანძარი,მამას გამოძიება დაადგენს.