სარფში 945.25 გრამი არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს
„სარფის’’ საბაჟო – გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე მებაჟე ოფიცრებმა 945.25 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული ნივთები შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა სომხეთის მოქალაქის, ტ.გ.-ს კუთვნილი ბარგისა და ავტომობილის დათვალიერებისას დააფიქსირეს.
ოქროს ნაკეთობათა საერთო ღირებულებამ, ექსპერტიზის მიხედვით, 52605.37 ლარი შეადგინა.
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.