ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა 30 დეკემბრისთვის გადაიდო. როგორც ჟურნალისტებს პროკურორმა განუცხადა, საქმის გადადების მიზეზი მოწმე სოსო რობაქიძის შუამდგომლობა გახდა. პროკურორის თქმით, რობაქიძემ საქმის გადადება შეუძლოდ ყოფნის გამო მოითხოვა.