დიასპორის მინისტრი მოადგილესთან ერთად ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, მუხრან გულაღაშვილი და აპარატის თანამშრომლები პროექტ ,,ქართველი ემიგრანტების როლის გაძლიერება საქართველოში“ – ERGEM-ის ფარგლებში ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოწვევით შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, გელა დუმბაძემ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს გააცნო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფარგლებში განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები. ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, ისაუბრეს იმ სირთულეებსა და გამოწვევებზე, რომლებიც საზღვარგარეთ მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციების ახლავს თან. პროექტი ,,ქართველი ემიგრანტების როლის გაძლიერება საქართველოში“ (ERGEM)-ი, დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) და ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC) ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები