სამტრედიის სკოლაში ნიღბიანი პირი შეიჭრა

სამტრედიის რაიონის სოფელ მელაურის საჯარო სკოლაში, უკვე მეორედ, მასწავლებელზე თავდასხმის ფაქტი დაფიქსირდა.
დღეს, საჯარო სკოლაში, მე-3 გაკვეთილზე, შეიარაღებული ნიღბიანი პირი შეიჭრა და ინგლისურის პედაგოგს ოქროს სამკაულის წართმევა დაუპირა. მასწავლებელმა ნიღბიანს წინააღმდეგობა გაუწია. მას მოსწავლეებიც დაეხმარნენ. საბოლოოდ ბოროტმოქმედმა მას ბეჭდი ვერ წაართვა, – ამის შესახებ „კვირას“ სამტრედიის რაიონის საკრებულოს დეპუტატმა იმედო გოგავამ განუცხადა.
მისივე თქმით, ანალოგიური შემთხვევა ამავე სკოლაში რამდენი თვის წინაც მოხდა. მაშინ ნიღბიანმა პირმა, რომელიც გაკვეთილზე შეიჭრა, პედაგოგს ოქროს ბეჭდი გასტაცა. გოგავას ინფორმაციითვე, ამავე სკოლაში შარშან კომპიუტერები გაიტაცეს.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი გამოეხმაურა.
“სამტრედიის რაიონის სოფელ მელაურში, სკოლაში შევიდა უცხო პირი და მასწავლებელს ოქროს ბეჭედი მოსთხოვა, მან ვერ მოახერა ბეჭდის წართმევა და გაიქცა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნულმა პირმა პედაგოგი დაჭრა, ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სიმართლეს არ შეესაბამება. საქმე აღძრულია ყაჩაღობის მუხლით”, – წერს ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები