HOUSE DE MARI-იმ „ჩვენი სახლის“ აღსაზრდელებს უმასპინძლა – რა საჩუქარი გაუკეთა „ფრანმა“ ბავშვებს (ვიდეო და ფოტოკოლაჟი)

საინფორმაციო – ანალიტიკურმა პორტალმა „კვირამ“ და მუსიკალური ჯგუფის „ფრანის“ წევრმა გაგა ჩიხლაძემ ბაკურიანში საქველმოქმედო აქცია გამართეს. სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქცია-საღამოს დაბა ბაკურიანში ჩატარების ინიციატივა, სასტუმრო HOUSE DE MARI-ის ეკუთვნოდა. ღონისძიების ფარგლებში გამართული წინასაახალწლო ჩვენება და კონცერტი კი „ხელოვნების სახლისა“ და ფონდ „ჩემი სახლის“ აღსაზრდელებმა ჩაატარეს. ფონდ „ჩემი სახლის“ ხელმძღვანელმა ნინელი ჭანკვეტაძემ ღონისძიების მასპინძელ სასტუმროს აღსაზრდელების პიკნიკზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა. იგი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში მსგავს ინიციატივას სხვებიც გამოიჩენენ.
„დიდ მადლობას ვუხდი სასტუმრო HOUSE DE MARI-ს, რომელმაც ეს ინიციატივა გამოიჩინა, პიკნიკზე ჩვენი აღსაზრდელები დაპატიჟა. დიდი მადლობა ამ ქველმოქმედებისთვის და კარგი იქნება, თუ ამ მაგალითს სხვებიც გადაიღებენ“, – განაცხადა ნინელი ჭანკვეტაძემ. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ანზორ სვანიძე, რომელმაც სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს მუნიციპალიტეტის სახელით თანადგომა გამოუცხადა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ვმონაწილეობდით ასეთ მშვენიერ საღამოში. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სახელით მადლობას ვუხდი ორგანიზატორებსა და სასტუმროს მესვეურებს, რომლებმაც ეს მშვენიერი და ლამაზი საღამო დაგეგმეს. ჩვენ, ჩვენი მხრივ, მზრუნველობა მოკლებული, თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების თანადგომას ყოველთვის ვცდილობთ. მიმაჩნია, რომ თუკი ჩვენ ერთად ვიქნებით, ყველა პრობლემა დაიძლევა“, – განაცხადა სვანიძემ.
ღონისძიებების მუსიკალური მხარდამჭერი ჯგუფი „ფრანი“, ხოლო საქველმოქმედო ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერი საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალი „კვირა“ იყო. “ფრანის” წევრმა გაგა ჩიხლაძემ “ჩვენი სახლის” აღსაზრდელებს საკუთარი ოჯახის წევრებისთვის, მათ შორის შვილებისთვის მიძღვნილი სიმღერები უმღერა. საღამოს მიზანი ბენეფიციარების საზოგადოებაში ინტეგრაცია და ადაპტაცია იყო.

10844679_900691099954876_1541421651_o

 10572336_900691049954881_1863326837_o

10853914_900691096621543_1696849053_o

10855911_900691119954874_1604516154_o

10864647_900691143288205_67360295_o

10864251_900691053288214_2025636182_o

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Uax8gYi3PQ8&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები