თბილისში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

უნივერსიტეტის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს „სუბარუს“, „ვოლვოს“ და „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად ორი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც „კვირას“ შსს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმე აღძრულია 276-ე მუხლის მე- 7 ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები