ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და მხარის რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრის მთავარი თემები მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები იყო. გუბერნატორებმა მინისტრებს რეგიონებში არსებული პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და 2015 წლის პრიორიტეტები დასახეს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წევრები, გუბერნატორები, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ეკონომიკური საბჭოს მდივანი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები