გალის რაიონში 75 წლის ნაპო უჩავა მოკლეს

გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში 75 წლის მოხუცი მოკლეს. ტელეკომპანია “რუსთავი 2 -ის” ინფორმაციით, გარდაცვლილ ნაპო უჩავას სამი შეირაღებული პირი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა მისი გატაცება საკუთარ სახლთან სცადეს. თუმცა, მან თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია, ერთ-ერთს ნიღაბი ჩამოგლიჯა და ამის შემდეგ მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლეს. გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ, სავარაუდოდ, ნაპო უჩავამ ერთ-ერთი თავდამსხმელი ამოიცნო და სწორედ ამიტომ მოკლეს.
თავდამსხმელები გატაცებას, სავარაუდოდ, ოჯახისთვის ფულის გამოძალვის მიზეზით აპირებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები