კასპში მომხდარი ავარიის შედეგად 2 მამაკაცი მძიმედ დაშავდა

ქალაქ კასპის შესასვლელთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მამაკაცი მძიმედ დაშავდა. შემთხვევის დროს მანქანაში 3 ბავშვი იჯდა, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
არსებული ინფორმაციით, მძღოლმა გზაზე თხრილს ააცილა, საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარის კალაპოტში გადავარდა. დაშავებულთაგან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო, რომელიც ეტლით გადაადგილდება. მის ამოსაყვანად სამაშველო ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები