ბათუმში, 9 – სართულიანი კორპუსის ლიფტის შახტაში 21 წლის გოგონა ჩავარდა

  ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, ლიფტის კაბინაში ახალგაზრდა გოგონა ჩავარდა,- ამის შესახებ “კვირას” აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, 21 წლის გოგონა 9 -სართულიანი კორპუსის ლიფტში ჩავარდა.
მამუკა თურმანიძის განცხადებითვე, გოგონა კონტაქტური იყო და ის ამჟამად გადაყვანილია ბათუმის საავადმყოფოში.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები