თბილისში საწვავით დატვირთული სატვირთო ამობრუნდა

  თბილისში საწვავით დატვირთულ სატვირთოს „სუზუკის“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა და ამოტრიალდა, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საგანგებო და სამაშველო სამსახურის მორიგე ოპერატორმა მიაწოდა.
მისი თქმით, სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც დიზელი გადაჰქონდა, ამოტრიალდა და საწვავი გზაზე დაიღვარა, თუმცა შემთხვევას ხანძარი არ გამოუწვევია.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სახანძრო ბრიგადები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა გზის სავალი ნაწილი სპეციალური ქაფით დაამუშავეს, რათა დაღვრილი საწვავი გადაერეცხათ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გორგასლის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები