ანი მიროტაძე: თუ რომელიმე კადრი შესაფერისი არ არის, ან ამოწურა რესურსი, ის უნდა წავიდეს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ანი მიროტაძის შეფასებით, საკადრო ცვლილებები, რომელიც მთავრობაში მიმდინარეობს, ჯანსაღი პროცესია.
როგორც მიროტაძემ განაცხადა, დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანები თანამდებობებს უნდა ერგებოდნენ და არა პირიქით.
“ეს არის ჩვეულებრივი ჯანსაღი პროცესი. მე მგონი, დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა ვეჩვეოდეთ იმას, რომ ადამიანები უნდა იყვნენ თანამდებობაზე მორგებულები და არა პირიქით. თუ რომელიმე კადრი შესაფერისი არ არის ან ამოწურა თავისი რესურსი, ის უნდა წავიდეს და უნდა მოვიდეს სხვა, ადრე თუ გვიან ყველა წავალთ და ჩვენს ადგილს სხვა დაიკავებს“, – განაცხადა ანი მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები