ლევან ბერძენიშვილი: თიბილოვი პოლიტიკურ თამაშებში უმნიშვნელო ფიგურაა

დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, დე ფაქტო ლიდერი პოლიტიკურ თამაშებში უმნიშვნელო ფიგურაა. მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელი უფრო პრორუსულადაა განწყობილი ვიდრე სეპარატისტული აფხაზეთის მთავრობა.
“ეს ყოველთვის ასე იყო. თიბილოვი ამ პოლიტიკურ თამაშებში უმნიშვნელო პაიკია და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რასაც ის აცხადებს”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. თიბილოვის განცხადებით, ამ დროისთვის უკვე არსებობს მთელი რიგი წინადადებები მომავალ შეთანხმებასთან დაკავშირებით და ჩატარებულია კონსულტაციები რუს კოლეგებთან, კერძოდ კი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დსთ-ს, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის სამმართველოს ხელმძღვანელ,ოლეგ გოვორუნთან. “გამოვედი ინიციატივით, რომ მომავალ შეთანხმებაში განხილული იყოს სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში პირდაპირი შესვლის შესახებ საკითხი, ვიდრე სხვა ფორმები იქნება შემოთავაზებული. არსებობს ქვეყნების პოლიტიკური თანაარსებობის სხვადასხვა ფორმა. ვფიქრობ, უახლოეს დროში მივიღებთ პასუხს ამ შეთავაზებაზე”, – განაცხადა თიბილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები