ლევან ბერძენიშვილი: საკადრო ცვლილებები ჩვეულებრივი პროცესია

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი ბოლო დროს ქვეყანაში საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა.
როგორც უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, საკადრო ცვლილებები  ჩვეულებრივი პროცესია.
,,რაც ხდება, ჩვეულებრი პროცესია, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში მიმდინარეობს. წლის განმავლობაში ამდენი ადამიანი ჩვეულებრივად უნდა იცვლებოდეს და რაიმე განსაკუთრებული აქ არ არის. ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა როგორია, ჩემთვის უცნობია. არ მგონია, რომ მოადგილეებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელების მოსახსნელად საჭირო იყოს ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი. ამას პრემიერ-მინისტრიც გასწვდება. საქართველოს პარლამენტი ამ პროცესებზე არ აღელდება, ვიდრე არ შეეხება მინისტრების იმ რაოდენობას, რასაც ნდობის გამოცხადება სჭირდება”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები