გიორგი თავდგირიძე კადიროვის პუტინით შეცვლას არ გამორიცხავს

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის რუსეთის პრეზიდენტით ვლადიმერ პუტინით შეცვლას არ გამორიცხავს. მისი თქმით, აღნიშნული აზრი „გაბრაზებული ოდესელის“ სახელით გამოქვეყნებული სტატიის გამო არ გასჩენია.
თავდგირიძის აზრით, კონტროლიდან გამოსული კადიროვი მოღალატეა, რომელიც შეიძლება გმირი გახდეს.
„პირადად მე არ გამოვრიცხავ, თუმცა არა ამ სტატიიდან გამომდინარე. ფაქტია, რომ პუტინსა და კადიროვს შორის უნდობლობის ხარისხი იზრდება, რასაც შეიძლება ორი დასასრული ჰქონდეს: ბედს დამორჩილებული კადიროვი (რაც მისი, მისი ოჯახისა და მისი გვარის ამოწყვეტით შეიძლება დამთავრდეს) და აჯანყებული კადიროვი (ამ შემთხვევაში, შეიძლება დაიღუპოს, მაგრამ მისი ოჯახი და გვარი გადარჩება). ფინალი მალე იქნება“, – წერს თავდგირიძე.
„გაბრაზებული ოდესელი“ საკუთარ ბლოგში „პუტინმა კადიროვის შემცვლელი იპოვა?“ პუტინის მიერ კადიროვის შესაძლო ჩანაცვლებაზე წერს. უკრაინულ პრესაში ჟურნალისტი ირა კერსტიც საკუთარ მასალას ამ თემას უძღვნის. კერსტი აღნიშნავს, რომ გროზნოში 4 დეკემბერს მომხდარი ტერაქტის შემდეგ არც ერთი ახალი ამბავი იმაზე, თუ რა ხდება ამჟამად ჩეჩნეთში, არ გამოქვეყნებულა.
„ვთქვათ, პუტინმა ურჩია კადიროვს, ენას კბილი დააჭიროს, მაგრამ რატომ ახლა და არა ტერაქტის დღეს? ლოგიკური იქნებოდა ინფორმაცია საერთოდ არ გაევრცელებინა… მე დღეს მომიყვნენ, რომ რამზანმა ყველა ჩეჩნური კამპანიისთვის პუტინზე შური უნდა იძიოს – იპარავს იარაღს, ფულს… ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საეჭვოა, ჩეჩნეთის ლიდერი ხომ პუტინის მიმართ კეთილგანწყობას იჩენს. თუმცა ცეცხლის გარეშე ბოლი არ ჩნდება“, – წერს ჟურნალისტი. 4 დეკემბერს გროზნოს ცენტრში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დაწესდა. ავტოინსპექციამ საეჭვო ავტომობილის გაჩერება სცადა, რის შემდეგ „ბოევიკებსა“ და სამართალდამცავებს შორის სროლა დაიწყო. ტერაქტის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები