გიორგი კვირიკაშვილი: “ნაციონალურმა მოძრაობამ”ერთხელ მაინც გაიხაროს საქართველოს წარმატებით

ჟურნალისტები იქნებ დაინტერესდეთ, ირმა ნადირაშვილის საყვარელი მთავრობის წევრები რა ფასად დაფრინავდნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქრთველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ირმა ნადირაშვილის საპასუხოდ განუცხადა.
კვირიკაშვილის თქმით, თავად პირველი კლასით არასდროს უმგზავრია.
“არასდროს მისარგებლია პირველი კლასით. ძალიან ხშირად ღამის რეისით წამოსული იმავე საღამოს ჩამოვსულვარ ევროპიდან, რომ სამუშაო დღე არ გამეცდინა. ჟურნალისტები იქნებ დაინტერესდეთ, ირმა ნადირაშვილის საყვარელი მთავრობის წევრები რა ფასად დაფრინავდნენ. ყველა მონაცემი სამინისტროში, ბუღალტერიაში ინახება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ერთხელ მაინც გაიხაროს “ნაციონალურმა მოძრაობამ” საქართველოს წარმატებით.
“დადებითი მესიჯები გავიდა გუშინ ინვესტიციის გაორმაგებასთან და ლარის კურსის დასტაბილურებასთან დაკავშირებით. “ნაციონალურმა მოძრაობამ”ერთხელ მაინც გაიხაროს საქართველოს წარმატებით. ასეთი საქციელი ღირსებას არავის მატებს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები