სამგორის რაიონის გამგებლის მეუღლე: არც ისეთი მიამიტი და გამოუცდელი ვარ, რაიმე მაქინაცია მდომებოდა

 

სამგორის რაიონის გამგებლის მეუღლე, რომელსაც მისი თქმით, „თბილისობის“ დღესასწაულზე ჰონორარი არ მიუღია, სამოდელო სააგენტო „კატრინას“ ხელმძღვანელია. როგორც „კვირას“ მამუკა ჩოქურის მეუღლემ ეკატერინე მგალობლიშვილმა განუცხადა, სამგორის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ორი დღე უძღვებოდა, თუმცა გასამრჯელო არ მიუღია. მისი თქმით, მასთან ერთად ამავე ღონისძიების თანაწამყვანი მომღერალი ზურა მანჯავიძე იყო.10859732_868363036519524_1313693825_n

„7 საათი სცენაზე, ღია ცის ქვეშ ვიდექი, არსად არ გავქცეულვარ. ფოტოები ნახეთ, სოციალურ ქსელებში, ყველგან აჭრელებული იყო. ვიყავი წამყვანი უანგაროდ, უფასოდ. როგორც წამყვანს, სრული უფლება მაქვს, ნებისმიერ ღონისძიებას გავუძღვე და ჰონორარი არ მოვითხოვო. 14 წელია სცენაზე ვდგავარ, 14 წელს ითვლის ჩემი შემოქმედება, ნებისმიერ ქალაქში, რეგიონში – ყველა ღონისძიებაზე გამოვსულვარ.     ეს დღესასწაული სამგორის რაიონის გამგეობამ ჩაატარა. მე, როგორც საქმის პროფესიონალმა და წამყვანმა, „თბილისობა“ ვარკეთილში 25-26 ოქტომბერს, უფასოდ და უანგაროდ წავიყვანე. სრული უფლება მაქვს, რომ ნებისმიერი ღონისძიება ჩავატარო და ეს ქველმოქმედებაა. რაზე მწყდება იცით გული, ბავშვობიდან ამ სფეროში ვარ… გადაახვიონ ნებისმიერი ტელევიზია, სულ სცენაზე ვარ… რამე არ ვიცი? რა, სად და როდის? არც ისეთი მიამიტი და გამოუცდელი ვარ, რომ რაიმე მაქინაცია მდომებოდა და 7 საათი დავმდგარიყავი? მეორე დღეს 5 საათი ვიდექი სცენაზე“, – აღნიშნა ეკატერინე მგალობლიშვილმა.10863716_868362939852867_890342395_n
აღსანიშნავია, რომ სამოდელო სააგენტო „კატრინას“ ხელმძღვანელი ეკატერინე მგალობლიშვილი და სამგორის რაიონის გამგებელი მამუკა ჩოქური 2014 წლის აგვისტოში შეუღლდნენ. მანამდე, მამუკა ჩოქური პირველ მეუღლეს, ხათუნა ჩოქურს ოფიციალურად დაშორდა. როგორც ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, სამგორის რაიონის გამგებელს ორი შვილი ჰყავს: 21 წლის ნინო და 20 წლის ნიკოლოზი.
როგორც „კვირას“ სამგორის რაიონის გამგებლის ყოფილმა მეუღლემ ხათუნა ჩოქურმა განუცხადა, მას მამუკა ჩოქურმა განქორწინება ოფიციალურად ივლისში მოსთხოვა და განქორწინდნენ.
შეგახსენებთ, რომ სამგორის რაიონში დახარჯული თანხების მიზნობრიობით დედაქალაქის საკრებულოს სარევიზიო კომისია დაინტერესდა. კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ მალაღურაძის განცხადებით, ამ საკითხის შესწავლა სამგორის რაიონის გამგებლის მოთხოვნით დაიწყო. საუბარია 26 ათას ლარზე, რომელიც გამგეობამ „თბილისობის“ დღესასწაულისთვის დახარჯა. სამგორის გამგებელთან მამუკა ჩოქურთან დაკავშირებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან სხვადასხვა ღონისძიების მოწყობის მიზნით პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა საკუთარი მეუღლის ბიზნესპარტნიორ კომპანიასთან. „ჩემი მეუღლე იყო წამყვანი, მაგრამ მას ხელფასი არ აუღია“, – აღნიშნა სამგორის რაიონის გამგებელმა.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები