საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი ეწვევა

საქართველოს 11-12 დეკემბერს, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი ეწვევა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დახვდება.
ვიზიტის ფარგლებში ჰოვიკ აბრაჰამიანი პირისპირ შეხვდება ირაკლი ღარიბაშვილს, რის შემდეგაც გაფართოებული მოლაპარაკებები გაიმართება.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
დღის ბოლოს საქართველოს მთავრობის მეთაური სომხეთის სამთავრობო დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.
12 დეკემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება, გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს, ასევე ეწვევა გრიგორიანულ ეკლესიას. სომხეთის სამთავრობო დელეგაცია თბილისს 12 დეკემბერს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები