სახალხო დამცველი შსს-დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფას მიესალმება

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას გამოეხმაურა.
ომბუდსმენი პრემიერის ინიციატივას შინაგან სააქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შესახებ მიესალმება.
მისი თქმით, სამინისტროს დაყოფა სხვადასხვა ფუნქციის შესაბამისად, სისტემას უფრო დაბალანსებულს გახდის.
„რაც წლების განმავლობაში წარმოადგენდა პრობლემას, იყო ამ სისტემის მონოლითურობა. შესაბამისად, ალბათ არის საჭიროება იმისა, რომ იგი რამდენიმე სტრუქტურად დაიშალოს. ეს, ვფიქრობ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. რაც უფრო მეტად დაბალანსებული იქნება სისტემა და ამ სისტემის სამოქალაქო მონიტორინგის მეტი ელემენტი გაჩნდება, ჩვენ შევძლებთ დაახლოებას იმ სტანდარტებთან, რომლისკენაც მივისწრაფვით“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები