ჭავჭავაძის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსს ხანძარი გაუჩნდა

თბილისში, ჭავჭავაძის 39 ნომერში, კორპუსის ბინაში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად 30 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა, – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მორიგე ოპერატორის თქმით, ადგილზე 6 სახანძრო ბრიგადა გავიდა. რამ გამოიწვია საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი, გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები