შემთხვევა თბილისის ზოოპარკში – ნასვამი მამაკაცი ვეფხვთან გალიაში აღმოჩნდა

19 წლის მამაკაცი, რომელიც ვეფხვისგან დაგლეჯვას გადაურჩა, ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას აგრძელებს, – ამის შესახებ „კვირას“ რესპუბლიკური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნატა ხურციძემ განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტი კლინიკაში გუშინ საღამოს შემოიყვანეს და მას ჭრილობა ქვედა კიდურებზე აღენიშნებოდა.
შემთხვევა გუშინ საღამოს თბილისის ზოოპარკში მოხდა. როგორც „კვირას“ ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განუცხადა, 19 წლის  ნასვამმა ახალგაზრდამ ვეფხვის გალიაში შეაღწია.
„19 წლის მამაკაცი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საღამოს საათებში, ვეფხვის გალიაში ჩასრიალდა და ვეფხვმა დაკაწრა. ზოოპარკის თანამშრომლებმა ეს ყველაფერი დროულად შენიშნეს და მამაკაცი გალიიდან გამოიყვანეს“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ზურაბ გურიელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები