გარემოს დაცვის სამინისტროში შეშის მომხმარების შემცირების საკითხზე იმსჯელეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში პროექტის”ტყის მდგრადი მართვა საქართველოში” ფარგლებში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში შეშის მოხმარების შემცირების საკითხზე იმსჯელეს.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ”ტყის მდგრადი მართვა საქართველოში” კავკასიის გარემოსდაცვითი არამთავრობო ორგანიზაციის ქსელის (CENN) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს რეგიონებში, გაზიფიცირებულ დასახლებებში არსებული სკოლების ცენტრალური გათბობის სისტემებით აღჭურვას, შეშის მოხმარების შემცირების მიზნით.
პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები