პრემიერი: ბიძინა ივანიშვილი მთავრობის საქმიანობაში არ ერევა

ბიძინა ივანიშვილი მთავრობის საქმიანობაში არ ერევა – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თუმცა პრემიერის თქმით, მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობისას შესაძლოა მან ყოფილ პრემიერ-მინისტრს დაურეკოს და რჩევა ჰკითხოს.
როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, ეს ნორმალური პროცესია და ყველა ქვეყანაში ხდება, როდესაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ყოფილ პრეზიდენტს ეკითხებიან აზრს.
“როგორ წარმოგიდგენიათ ბიძინა ივანიშვილი დეპარტამენტების დონეზე ერეოდეს მთავრობის საქმიანობაში?! ბიძინა ივანიშვილი არ ერევა მთავრობის საქმიანობაში. არ დამიმალავს, რომ როდესაც საჭიროდ ვთვლით და მნიშვნელოვან საკითხებზე გვაქვს მსჯელობა, შეიძლება დავურეკო მას და ვკითხო აზრი და რჩევა. ეს ნორმალური პროცესია და ყველა ქვეყანაში ხდება, როდესაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ყოფილ პრეზიდენტს ეკითხებიან აზრს. ეს ხდება გამჭვირვალედ და ეს არის ჩემთვის მთავარი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები