გურიაში ავტოავარიისას სასულიერო პირები დაშავდნენ

ოზურგეთი-ლანჩხუთის ავტომაგისტრალის სილაურის მონაკვეთზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი სასულიერო პირია.
ქუთაისისკენ მიმავალი ავტომანქანა საპირისპიროდ მოძრავ მსუბუქ ატომანქანას შეეჯახა. მანქანა, რომლითაც სასულიერო პირები გადაადგილდებოდნენ, ჯუმათის მონასტრიდან ბრუნდებოდა.
ავარიის შედეგად ოთხივე დაშავებული ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის სამი დაშავებული ბინაზე მკურნალობას განაგრძობს, ერთ-ერთი კი რეფერალურმა სამსახურმა მარჯვენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობით იმ დღესვე ქუთაისის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები