გიორგი მარგველაშვილი ბაბუშერას ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრეზიდენტი ბაბუშერას ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. გიორგი მარგველაშვილმა პატივი მიაგო ვასიკო და ნუკრი წიკლაურების, თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილების ხსოვნას – ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას ერთი ოჯახიდან ოთხი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. „დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს იმ ხალხს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენი ქვეყნის მთლიანობასა და სიძლიერეს. ყველას გვახსოვს, ამ ადამიანთა გმირობა. დარჩა დიდი ტკივილი. კარგია, რომ ამ ჭრილობების მოსაშუშებლად კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ ბიჭების გადმოსვენებას შეუწყო ხელი და მათ, ვინც მონაწილეობს ჩვენი საერთო ტრაგედიის, ჩვენი ჭრილობების მოშუშებაში“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას, ერთი ოჯახიდან დაღუპული ოთხი ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.
ვასიკო და ნუკრი წიკლაურებს, თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილებს სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. ბაბუშერას სასაფლაოზე ძმათა სამარხის ექსჰუმაცია 2014 წლის გაზაფხულზე, არგენტინელ ექსპერტ-ანთროპოლოგის მონაწილეობით განხორციელდა. იდენტიფიცირების მიზნით ნეშტები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადმოასვენეს. დნმ პროფილები და დაღუპულთა ოჯახების ბიოლოგიური მასალები იდენტიფიცირებისთვის ზაგრების ლაბორატორიაში იყო გადაგზავნილი. 2014 წლის 4 დეკემბერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს ოთხი ნეშტის იდენტიფიკაციის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა.

10385273_370169219818024_704139697877069129_n 10435463_370169293151350_3776816410394857959_n 10620715_370169213151358_7435485841138352136_n 10686855_370169366484676_202536926534515148_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები