ირაკლი ღარიბაშვილი: ქედს ვიხრი მათი ხსოვნის და ოჯახის წინაშე

დღეს ჩვენ ვასაფლავებთ ოთხ ვაჟკაცს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბაბუშერას აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილი ოთხი ქართველი ჯარისკაცის დაკრძალვის ცერემონიალზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის დამსახურებაა, რომ განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ, აფხაზებთან გართულებული ურთიერთობის ფონზე, აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგის საშუალებით მოხდა 30 გმირის გადმოსვენება.
“მე ქედს ვიხრი მათი ხსოვნის, მათი ოჯახის წინაშე, მე მინდა განსაკურებით აღვნიშნო ბელა ზალდასტანიშვილი, რომელმაც ღირსეულად ატარა და ატარებს უდიდეს ტკივილს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი მადლობას უხდის ამ პროცესში ჩართულ სტრუქტურებსა და ორგანიზაციებს, მათ შორის საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტს და დევნილთა ყოფილ და ამჟამინდელ მინისტრებს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები