ნინო ბურჯანაძე: რუსეთთან მოლაპარაკებების გარეშე ვერცერთი პრობლემა ვერ მოგვარდება

ვერცერთი პრობლემა ვერ მოგვარდება რუსეთის ხელისუფლებასთან, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დე ფაქტო მთავრობებთან პირდაპირი მოლაპარაკებების გარეშე, – ამის შესახებ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
„რაც მეტი შესაძლებლობა იქნება საუბრის, მაინც უმჯობესია. რეალურად პრობლემების მოგვარებას რაც შეეხება, არაერთხელ მითქვამს, რომ ვერცერთი პრობლემა ვერ მოგვარდება რუსეთის ხელისუფლებასთან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დე ფაქტო მთავრობასთან პირდაპირი მოლაპარაკებების გარეშე. საამისოდ დღევანდელ ხელისუფლებას არც გამბედაობა და არც დამოუკიდებლობა არ ჰყოფნის და, შესაბამისად, ამ მიმართულებით არანაირ პროგრესს არ ველოდები“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები