კახეთში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინიგორში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 50 წლამდე ქვეითად მოსიარულე მამაკაცს მიკროავტობუსი დაეჯახა. ის ადგილზევე გარდაიცვალა, მიკროავტობუსის მძღოლი კი დაკავებულია. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები