მაშველებმა თამარ მეფის ხიდიდან მტკვარში გადამხტარი მამკაცი გადაარჩინეს



    ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც თამარ მეფის ხიდიდან მტკვარში, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით გადახტა, მაშველებმა გადაარჩინეს. როგორც “კვირას“ დედაქალაქის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მამაკაცს დაზიანებები არ აღენიშნება. ადგილზე საპატრულო ეკიპაჟიც იყო მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომ თამარ მეფის ხიდიდან მამაკაცი დაახლოებით ნახევარი საათის წინ გადახტა. სამაშველო სამსახურს ამის შესახებ თვითმხილველებმა აცნობეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები