უბედური შემთხვევა გორში – წლინახევრის ბავშვი საკვების ნარჩენით გარდაიცვალა

  გორში წლინახევრის გოგონა საკვების ნარჩენით გარდაიცვალა, – ამის შესახებ „კვირას“ გორის საავადმყოფოს ექიმმა დავით გასიტაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ბავშვი საავადმყოფოში ბებია-ბაბუამ მიიყვანეს და ის უკვე გარდაცვლილი იყო.
გასიტაშვილის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში მცირეწლოვანი ბავშვი ტრაქეაში საკვების ნარჩენის მოხვედრის შედეგად გარდაიცვალა. ბავშვს სასულე მილში ვაშლის ნაჭერი გადასცდა.
„სამწუხაროდ, ამ არაჩვეულებრივ ოჯახს ტრაგედია ვერ ავაცილეთ თავიდან. ბავშვს საკვები გადასცდა. მიუხედავად იმისა, რომ დაგვიანებული იყო ჩვენთან მოყვანა, ჩვენი ექიმი მაინც ჩაერია, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა. მხოლოდ ბებია ყოფილა სახლში”, – განაცხადა საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ.
წლინახევრის ბავშვის ცხედარი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები