პანკისელ ზელიმხან ცათიაშვილს სირიაში დაკრძალავენ
სირიის ქალაქ ქობანში შეტაკებებისას დაღუპულ პანკისელ ზელიმხან ცათიაშვილს სირიაში დაკრძალავენ, – ამის შესახებ “კვირას“ დაღუპული ახალგაზრდას ერთ-ერთმა ახლობელმა განუცხადა.
“კვირამ“ სირიაში დაღუპული ზელიმხან ცათიაშვილის ფოტოც მოიპოვა. ფოტოზე ახალგაზრდა, სირიაში მებრძოლ ასევე პანკისელ თარხან ბათირაშვილთან, იგივე ომარ ალ შიშანთან ერთადაა გადაღებული. ახალგაზრდა სირიის ქალაქ ქობანიში მიმდინარე შეტაკებების დროს დაიღუპა.
ზელიმხან ცათიაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდან იყო. მას მშობლები და სამი ძმა დარჩა. ოჯახის წევრებს კომენტარის გაკეთება არ სურთ. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სირიის კონფლიქტში უკვე რვა პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო 50-მდე კვლავ სირიაში რჩება.