ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო მასალები უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება

  ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო მასალები უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება, – ამის შესახებ თბილისის პროკურორმა, მიხეილ შაყულაშვილმა პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში განაცხადა, სადაც მოსაწვლეების მიერ ორგანიზებულ იმიტირებული გამოძიების პროექტს დაესწრო.
“საქმის გამოძიება ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე უახლოეს მომავალში დამთავრდება. აუცილებლად გასაჯაროვდება ყველა დეტალი, რაც გამოძიების დროს გახდა ცნობილი, ამ ეტაპზე რაიმე ვერსიის გაცხადებისგან თავს შევიკავებ, ასევე თავს შევიკავებ ოჯახის ვერსიის დადასტურებისგან ან უარყოფისგან, ყველაფერს საქმე გვაჩვენებს”, – აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.
ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები