ლიკანში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

  ლიკანში, ბარაკის ტიპის დასახლებაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლის ალი სხვა ბინებზეც გავრცელდა და 4 სახლი დაიწვა.
შემთხვევის ადგილზე მისულ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ბინაში ქალბატონი გარდაცვლილი დახვდათ. ქალბატონი მარტო ცხოვრობდა.
ამ დროისთვის უცნობია რამ გამოწვია ხანძარი. მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები