ბათუმში, ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

 ბათუმში, ე. წ. ხოფას ბაზრობაზე ცხედარი აღმოაჩინეს. როგორც “კვირას“ აჭარის გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, ჯერჯერობით დაუდგენელია გარდაცვლილი მამაკაცია თუ ქალი.
“ხოფას ბაზრობის მეოთხე რიგში აღმოჩენილია ცხედარი. ველოდებით ექსპერტების მოსვლას, რომელიც დეტალებს დაადგენს“ – აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.
მისვე თქმით, ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა ადგილზე ორი სახანძრო ბრიგადა დილამდე კვლავ დარჩება.
ბათუმში ცეცხლი ე.წ. ხოფას ბაზრობაზე საახალწლო პიროტექნიკის მაღაზიას გაუჩნდა. მოგვიანებით ფოიერვერკების მაღაზიიდან ცეცხლი სხვა ობიექტებზეც გავრცელდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. ხანძრის გამომწვევს მიზეზებს შესაბამისი სამსახურები დაადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები