თბილისში სასწრაფო დახმარების მანქანას მერსედესის მარკის მანქანა შეეჯახა – დაშავებულია ექიმი

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მარჯანიშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მერსედესის მარკის ავტომანქანა სასწრაფო დახმარების მანქანას შეეჯახა. როგორც „კვირას“ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაცების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად სასწრაფო დახმარების ექიმი დაშავდა. იგი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თვითმხილველების თქმით, მერსედესის მარკის მანქანა სავალი გზიდან გადავიდა და საწინააღმდეგო მხრიდან მომავალ სასწრაფო დახმარების მანქანას შეეჯახა. მათივე განმარტებით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები