დავით საგანელიძე: პარლამენტის ისტორიაში მნიშვნელოვანი დღე იყო
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის დავით საგანელიძის შეფასებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლა მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოს იტორიაში. „ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოს პარლამენტის ისტორიაში და არა მარტო. მოვისმინეთ პრეზიდენტის ხედვა იმ ყველაზე მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით, რაც, ბუნებრივია, აინტერესებს საზოგადოებას და პარლამენტს. მიმაჩნია, რომ დებატებიც საკმაოდ ცხარე, მაგრამ ასე თუ ისე კონსტრუქციული იყო”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.