ბათუმის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ბათუმის ე.წ. ხოფას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
როგორც “კვირას“ აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, ხანძრის შედეგად ბაზრის მეხუთე რიგში განთავსებული საქონლის 90 % სრულად დაიწვა.
დამწვარია 30-მდე კონტეინერი, რომელშიც ძირითადად საახალწლო ფოიერვერკები იყო დასაწყობებული.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ბათუმში ცეცხლი ე.წ. ხოფას ბაზრობაზე საახალწლო ასაფეთქებლების მაღაზიას გაუჩნდა. მოგვიანებით ფოიერვერკების მაღაზიიდან ცეცხლი სხვა ობიექტებზეც გავრცელდა.
ცეცხლს 20-მდე სახანძრო ბრიგადა ებრძვოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადგილზე მობილიზებულია უწყების ქვედანაყოფები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.
ხანძრის გამომწვევს მიზეზებს  შესაბამისი სამსახურები დაადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები