ბათუმის ბაზრობის ტერიტორიიდან მოვაჭრეების ევაკუაცია მიმდინარეობს

ბათუმში ე.წ. ხოფას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
როგორც ადგილიდან “კვირას“ კორესპონდენტი იტყობინება, ბაზრის ტერიტორიიდან მოვაჭრეების ევაკუაცია მიმდინარეობს. მასშტაბურ ხანძარს 12 ერთეული სახანძრო ბრიგადა ებრძვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში ცეცხლი ე.წ. ხოფას ბაზრობაზე საახალწლო ასაფეთქებლების მაღაზიას გაუჩნდა. მოგვიანებით ფოიერვერკების მაღაზიიდან ცეცხლი სხვა ობიექტებზეც გავრცელდა. ბათუმში, ე. წ. ხოფას ბაზრობაზე 10-მდე მაღაზია იწვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები