საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების – „მეგას“ მე-15 ცერემონიალის შედეგები
საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების – „მეგას” მე-15 ცერემონიალის შედეგებს ორგანიზატორი ბესო ჩუბინიძე facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს:
1. წლის კონცერტი – თემურ წიკლაური (ქ.თელავის სოლო-კონცერტი)
2. წლის პოპულარული სიმღერა – „კართან მოვა შემოდგომა” – ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა”
3. წლის პოპულარული მომღერალი – დათო კენჭიაშვილი
4. წლის დუეტი – ოთიკო ანდრიაძე და ოთო ბერიშვილი
5. წლის კლიპი – ანი სირაძე
6. წლის ჯგუფი – ანსამბლი „გორდელა”
7. საუკეთესო სასცენო იმიჯი – თემურ წიკლაური
8. ხალხის სიმპათია – ბესო კალანდაძე
9. ყველა თაობის მომღერალი – ვახო ტატიშვილი
10. პოპულარული კომპოზიტორი – ნუგზარ ერგემლიძე
11. პოპულარული ავტორ-შემსრულებელი – პანჩო
12. “ოძელას მეგა” – (დათო ოძელაშვილის სახელობის “მეგა” – შემოქმედებითი ღვაწლისა და მუსიკალურ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის) – მიშა ზაქარეიშვილი
13. “თეონას მეგა” – (თეონა ქუმსიაშვილის სახელობის “მეგა” – ფოლკლორის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის) – ნათია ქოროღლიშვილი
14. ბრენდი – საქართველოს ოქროს ვარსკვლავი – მერაბ სეფაშვილი
15. ბრენდი – საქართველოს ოქროს დუეტი – „ორი ჯუჯა”
16. საუკეთესო ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი – „გორულა” (ქ.გორი)
17. საუკეთესო ვოკალისტი (ქალი) – სოფო ბედია
18. საუკეთესო ვოკალისტი (კაცი) – ბორის ბედია
19. წლის პროდუქტიული მომღერალი – დათო კენჭიაშვილი
20. პოპულარული პატრიოტული სიმღერა – თემურ წიკლაური „იარონ”
21. წლის სკანდალი – ხატია წერეთელი „სიმღერა ქართულ ჯარს”
22. წლის სირცხვილია (ნომინაცია “უხერხულია”) – „ახვარი მამა” ერეკლე დეისაძე
23. ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის (ჟურნალისტი) – ნინო მჭედლიშვილი (ჟურნალი „რეიტინგი”)
24. რესტორნის საუკეთესო მომღერალი – რესტორანი „კრწანისი”
25. ქართულ-ებრაული წლის სიმღერა – ბაია გიორგაძე „ოდა ისრაელ”
26. ქართულ-ებრაული წლის დუეტი – ბადრი ჯანაშვილი და ზურა ჩინჩალაძე
27. წლის ნიჭიერი – ნუცა ბუზალაძე