აჭარის გაზგასამართ სადგურზე, ავტომობილში, გაზის ბალონი აფეთქდა

ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გზაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე ავტომობილში გაზის ბალონი აფეთქდა.
როგორც „კვირას“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სახანძრო სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა გაზგასამართ სადგურზე მანქანის ავზის გაზით დატენვისას მოხდა. მანქანაში მსხდომი სამი მგზავრიდან ერთ-ერთი, რომელიც შემთხვევის დროს დაშავდა, ქობულეთის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები