“დედაქალაქის ბიუჯეტის მიღების გზები უნდა მოინახოს“

დედაქალაქის ბიუჯეტის მიღების გზები უნდა მოინახოს -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა “რუსთავი 2“-ის გადაცემაში “პოზიცა“ საუბრისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ბიუჯეტის მიღება მოხერხდება და პირდაპირი მმართველობის შემოღება საჭირო არ გახდება.
“მე ვფიქრობ, რომ დედაქალაქის ბიუჯეტის მიღების გზები უნდა მოინახოს. მე მხოლოდ ვფიქრობ, თუმცა არაფერს და ვერაფერს ვაკეთებ, რადგან ეს ჩემი საქმე არაა, თუმცა ყურადღებით ვადევნებ თვალს მოვლენებს და მიმაჩნია, რომ თბილისელებისთვის, ქვეყნისთვის უკეთესია თუ ბიუჯეტის მიღება მოხერხდება და პირდაპირი მმართველობის შემოღება საჭირო არ დადგება“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები