დავით უსუფაშვილი: ჩვენ გვაქვს ის საფრთხე, რაც უკრაინას არ ჰქონდა

ჩვენ გვაქვს საფრთხე, რაც უკრაინას არ ჰქონდა. ეს არის საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული ოკუპანტები და მათი ბაზები, რომლებსაც რუსეთი უკანონოდ აშენებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი იყენებს იმ ბერკეტებს, რაც მას ქვეყნის შიგნით დახვდება,  საფრთხეები კი მრავალფეროვანი არსებობს. ეს შესაძლოა იყვნენ პოლიტიკური ძალები, ბიზნეს ძალები, სეპარატისტულად განწყობილი მოსახლეობა, ან უმცირესობები.
„ის, რომ ენერგეტიკულად დამოკიდებული არ ვართ რუსეთზე კარგი და სწორია. ამით ჩვენ გარკვეული ტიპის საფრთხეები შევამცირეთ. როდესაც ვსაუბრობთ ბაზრის გახსნაზე და რუსულ ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტზე, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გადმოსახედიდან ყურადღებას ვაქცევთ, რომ ხვალ ეს ბაზარი შესაძლოა ისევ ჩაიკეტოს. უსაფრთხოების თვალსაზრისით, არ უნდა გავზარდოთ ამ ბერკეტის დატვირთვა და მისი მნიშვნელობა,“ – აღნიშნა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები