რისი მოთმენისთვისაა მზად უსუფაშვილი?

დღეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შეუქცევადობაა – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსფაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. უსუფაშვილის თქმით, ის მზადაა აიტანოს და მოითმნოს ბევრი რამ იმისთვის, რომ ქვეყნის ევროიტეგრაციის ამოცანა შესრულდეს. ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, საქართველოს ევროინტეგრაცის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის განწყობა ცალსახაა.
“ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით და ნატოს მიმართულებით პროგრესის მიღწევით ვიღებთ არა მხოლოდ ჩვენი განვითარების ორიენტირს, არამედ პირველად გვეძლევა საშუალება იმისა, რომ შევადგინოთ ევროპული ინტეგრაციის სამოქმედო გეგმა. ევროპა ორიენტირი იყო გუშინწინ, სამი წლის წინ და არის დღესაც, მაგრამ ახლა უშუალოდ ევროპული ცხოვრების აშენების გეგმის შედგენის საშუალება გვეძლევა. გეუბნებით, ძალიან ბევრი რამის მოთმენისთვის ვარ მზად, ძალიან ბევრი რამის ატანისთვის ვარ მზად ყველასგან, იმისათვის, რომ ეს ამოცანა შესრულდეს და ეს ეტაპი წარმატებულად გავიაროთ. მოვითმინოთ ბევრი რამ – ამას მივმართავ ყველას, პირველ რიგში საკუთარ თავს“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები