როგორ შეაფასა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში მისი გამოსვლა

 პარლამენტში გამოსვლა იყო უაღრესად საინტერესო გამოცდილება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სესიაზე დებატების დასრულების შემდეგ განაცხადა.
პრეზიდენტის რანგში პარლამენტში პირველად  ვიყავი და  დაახლოებით 5 საათის განმავლობაში პოლიტიკურ დებატებს  ვუსმენდი, რომელმაც მრავალი საკითხი მოიცვა. მე კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ეს იყო საინტერესო 5 საათი, რადგან იყო ანალიზი, კრიტიკია, ემოცია, რომელიც თავისთავად დემოკრატიის მთავარ ადგილს, პარლამენტს, აძლევს თავის განსაკუთრებულ ელფერს. მადლობა მინდა გითხრათ ამ 5 საათისთვის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები